Meta tags:
description= ეზოს გამწვანება, მცენარეთა მოვლა, დიზაინი და ა.შ.;
Headings (most frequently used words):
ლანდშაფტის, ბოლო, დიზაინერის, ბლოგი, მისი, აღმატებულება, ჭანჭყატი, მცენარის, კალმით, გამრავლება, დაკალმება, დიზაინის, კურსები, აი, მეც, მოვედი, ჩანაწერები, კომენტარები, არქივი, კატეგორიები, მეტა,
Text of the page (most frequently used words):
#ლანდშაფტის (12), დიზაინი (11), ბლოგი (9), posted (8), ჭანჭყატი (7), #დიზაინერის (6), 2010 (6), კომენტარი (6), მცენარის (6), დაკალმება (6), მისი (6), ეზოს (6), როგორ (6), ხდება (6), გამრავლება (5), wordpress (4), com (4), ოქტომბერი (4), კალმით (4), მცენარეთა (4), უნდა (4), nimpea (4), არის (4), რომ (4), ძალიან (4), მცენარეს (4), საქართველოში (4), this (3), ნერგები (3), ბაღი (3), მეც (3), მოვედი (3), დიზაინის (3), კურსები (3), აღმატებულება (3), მოვლა (3), tagged (3), ვარ (3), ჩემი (3), მოკლედ (3), რამდენიმე (3), ვსწავლობთ (3), კვირაში (3), ნიადაგში (3), euonymus (3), დეკორატიული (3), სახეობა (3), site (2), required (2), შესვლა (2), subscribed (2), გამოწერა (2), account (2), create (2), არხი (2), ხეები (2), ყვავილები (2), ნიადაგი (2), ბუჩქები (2), ნოემბერი (2), ჩანაწერზე (2), ბოლო (2), გადავწყვიტე (2), შესახებ (2), სხვადასხვა (2), რაც (2), დიზაინს (2), ბლოგის (2), მკითხველს (2), მებაღე (2), სადაც (2), მაგრამ (2), უფრო (2), დღე (2), მცენარე (2), ყოველდღიურად (2), პირობებში (2), ჩემს (2), დატოვე (2), როზმარისი (2), ლონიცერა (2), ვეიგელა (2), ელონიმუსი (2), რადგან (2), ჩვენ (2), ველოდებით (2), დღეს (2), მცენარეების (2), გაკრეჭვა (2), ლამაზი (2), სილასა (2), მათი (2), ერთი (2), მთავარი (2), რომელსაც (2), გამწვანება (2), დაიწყე, design, like, with, ვებ, საიტი, სახელი, ელფოსტა, write, comment, loading, comments, collapse, bar, manage, subscriptions, view, reader, report, content, რეგისტრაცია, კონფიდენციალურობა, already, have, log, now, sign, free, website, blog, კომენტარების, ჩანაწერების, მეტა, კატეგორიები, არქივი, salo, tamro, კომენტარები, ჩანაწერები, ძიება, მანჩო, დიზაინერი, მქონდეს, საკუთარი, დღეიდან, რეგულარულად, დავწერ, საქმიანობის, მოვუაროთ, მცენარეებს, მოვაწყოთ, ეზო, ნახავთ, ყველაფერს, ეხება, საქმის, შესწავლა, თვეა, დავიწყე, შევეცდები, ცოდნა, შეძლებისდაგვარად, გავუზიარო, კვირის, წინ, სულ, შემთხვევით, მოვხვდი, სპეციალობის, შემსწავლელ, კურსებზე, ნორვეგიის, ლტოლვილთა, საბჭოს, მიერ, დაფინანსებული, პროექტი, გვასწალიან, თავისთავად, გულისხმობს, ნიადაგმცოდნეობის, მცენარეთამცოდნეობს, დაცვის, შესწავლას, პარალელურად, ინგლისურს, კომპიუტერს, დონეზე, შევძლოთ, უცხოური, რესურსების, გამოყენება, მაკეტების, კომპიუტერში, შექმნა, თავიდან, ვიფიქრე, გამორიცხულია, მეთქი, თანდათან, ისე, დავინტერესდი, ყველაფრით, ბოლომდე, მივყვე, საქმეს, საფუძვლიანად, შევისწავლო, პროფესია, ხუთი, ორი, დღის, მანძილზე, ლექციებს, გვიკითხავენ, დანარჩენი, სამი, პრაქტიკას, ეთმობა, პრაქტიკებს, europlant, georgia, ტერიტორიაზე, გავდივართ, ასობით, ჯიშის, სახეობის, აქვთ, ყველაფერი, მომწონს, ბევრ, ვეცნობი, ვსწავლობ, დავრგოთ, ისინი, დავგეგმოთ, დასავენებელი, პარკის, თქვენ, წარმოიდგინეთ, სახურავების, გამწვანებასაც, გვასწავლიან, ჯერ, ახალი, ხილია, დარწმუნებული, იდეა, ბევრს, მოეწონება, იმდენი, რამ, გარშემო, რთულია, ერთბაშად, ყველაფრის, მოყოლა, ვფიქრობ, დღეისთვის, საკმარისია, თქვენი, თითოეული, გამოხმაურება, გამიხარდება, ხომ, ჯერჯერობით, დამწყები, ბლოგერი, დანარჩენს, გზადაგზა, მოგიყვებით, გაკრეჭა, მაღალ, ზედმეტ, ტოტებს, ვაჭრი, სპეციალურ, ფორმას, ვაძლევ, ანუ, შემდეგნაირად, ვაჭრიტ, ტოტს, ყლორტი, ნორჩი, იყოს, ფესვის, გამოტანამდე, ჩალპება, ყლორტს, ვაცლით, ფოთლებს, ნიადგში, ვარჭობთ, დახრილად, მშვიდად, ტოტი, ფესვს, როდის, გაიკეთებს, შემდეგ, სხვა, ადგილზე, გადავრგავთ, ტანსაცმელს, ვიცვამთ, საქმე, ბევრი, ცოტათი, რთულიც, აღმოჩნდა, ვისწავლეთ, მაღალი, ზედმეტი, ტოტებისაგან, განთავისუფლება, გაზაფხულზე, ფორმა, ჰქონდეს, გარდა, ამისა, გავიგე, ერთწლიანი, მრავალწლიანი, დავაკალმე, ტიპის, პერლიტიან, მიწაში, ცოტა, ხანში, გავიგებთ, რომელ, გაიხარებს, ეფექტურად, ასევე, დავაკალმეთ, ერთერთი, გამრავლების, მეთოდი, როცა, 100, დან, შეიძლება, გაიხაროს, ვნახოთ, გამოვა, ყველაფრიდან, შედეგებს, დაკალმებული, ტოტები, სრულყოფილი, ნერგი, იქნება, დილის, საათიდან, პრაქტიკაზე, ვიყავი, როგორც, წესი, დროს, სამუშაო, გავრცელებული, alatus, თითქმის, გავრცეელბული, ისიც, ძირი, ჭანჭყატის, საშუალო, საბაზრო, ფასი, ლარია, ტანხის, გადახდა, ნამდვილად, ღირს, საოცრად, გაგილამაზებთ, პოპულარული, მცენარეა, ღირსება, ფოტლებია, არსებობს, წვრილფოთოლა, მწვანეფოთოლა, ჭაჭყატი, აქვს, პრიალა, ტყავისებური, ფოთლები, გამოიყენება, ბაღების, გასალამაზებლად, იოლია, სასურველი, ფორმის, მიცემა, დაფესვიანება, ტორფის, ნაზავში, ძირითადად, დაკალმების, მეთოდით, მიეკუთვნება, ფოთოლმცვენი, მარადმცვანე, ხეებისა, ბუჩქების, გვარს, აერთიანებს, ორასამდე, სახეობას, გავრცელებულია, ტროპიკულ, სუბტროპიკულ, ზომიერი, ჰავის, გვხვდება, ერთ, მათგანი, მინდა, დროდადრო, გავაცნო, მცენარეები, დიზაინერები, აქტიურად, იყენებენ, პროგრამის, დასასრულს, შესწავლილი, გვქონდეს, მინიმუმ, 500, ჯიში, გამრავლებისა, მოვლის, წესები, შიგთავსზე, გადასვლა,
Text of the page (random words):
ლანდშაფტის დიზაინერის ბლოგი ეზოს გამწვანება მცენარეთა მოვლა დიზაინი და ა შ ლანდშაფტის დიზაინერის ბლოგი ეზოს გამწვანება მცენარეთა მოვლა დიზაინი და ა შ შიგთავსზე გადასვლა მთავარი ჩემს შესახებ მისი აღმატებულება ჭანჭყატი posted on ნოემბერი 2 2010 by nimpea ჩემი ბლოგის მკითხველს მინდა დროდადრო გავაცნო ის დეკორატიული მცენარეები რომელსაც დიზაინერები აქტიურად იყენებენ და რომელსაც ყოველდღიურად ვსწავლობთ პროგრამის დასასრულს ჩვენ შესწავლილი უნდა გვქონდეს მინიმუმ 500 მცენარის ჯიში მათი გამრავლებისა და მოვლის წესები აი ერთ ერთი მათგანი მისი აღმატებულება ჭანჭყატი euonymus ის მიეკუთვნება ფოთოლმცვენი მარადმცვანე ხეებისა და ბუჩქების გვარს აერთიანებს ორასამდე სახეობას გავრცელებულია ტროპიკულ სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის პირობებში საქართველოში გვხვდება 7 სახეობა მისი გამრავლება ძირითადად ხდება დაკალმების მეთოდით ჭანჭყატი პოპულარული დეკორატიული მცენარეა მისი მთავარი ღირსება ლამაზი ფოტლებია არსებობს წვრილფოთოლა და მწვანეფოთოლა ჭაჭყატი აქვს პრიალა ტყავისებური ფოთლები გამოიყენება ბაღების გასალამაზებლად იოლია მისი გაკრეჭვა და სასურველი ფორმის მიცემა დაფესვიანება ხდება სილასა და ტორფის ნაზავში ერთი ძირი ჭანჭყატის საშუალო საბაზრო ფასი 20 30 ლარია ამ ტანხის გადახდა ნამდვილად ღირს რადგან ეზოს საოცრად გაგილამაზებთ აი ისიც euonymus alatus ეს სახეობა საქართველოში თითქმის არ არის გავრცეელბული ეს სახეობა საქართველოში ძალიან არის გავრცელებული posted in ბუჩქები დიზაინი ნერგები ხეები tagged დეკორატიული მცენარე ეზოს დიზაინი ჭანჭყატი euonymus დატოვე კომენტარი მცენარის კალმით გამრავლება დაკალმება posted on ოქტომბერი 29 2010 by nimpea დღეს დილის 10 საათიდან პრაქტიკაზე ვიყავი როგორც წესი ამ დროს სამუშაო დაკალმებული ტოტები მათი 30 რამდენიმე კვირაში სრულყოფილი ნერგი იქნება ტანსაცმელს ვიცვამთ საქმე ბევრი და ცოტათი რთულიც კი აღმოჩნდა დღეს ვისწავლეთ თუ როგორ ხდება მაღალი მცენარეების გაკრეჭვა და ზედმეტი ტოტებისაგან განთავისუფლება რომ გაზაფხულზე მცენარეს ლამაზი ფორმა ჰქონდეს გარდა ამისა გავიგე თუ როგორ ხდება ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების დაკალმება დავაკალმე სხვადასხვა ტიპის ნიადაგში სილასა და პერლიტიან მიწაში ცოტა ხანში გავიგებთ რომელ ნიადაგში გაიხარებს უფრო ეფექტურად ასევე დავაკალმეთ როზმარისი ვეიგელა ლონიცერა ჭანჭყატი და ელონიმუსი დაკალმება არის ერთერთი გამრავლების მეთოდი როცა 100 დან შეიძლება გაიხაროს 20 30 მა ვნახოთ რა გამოვა ამ ყველაფრიდან შედეგებს 3 4 კვირაში ველოდებით მცენარის დაკალმება ანუ კალმით გამრავლება ხდება შემდეგნაირად მცენარეს ვაჭრიტ ტოტს ყლორტი ნორჩი არ უნდა იყოს რადგან ის ნიადაგში ფესვის გამოტანამდე ჩალპება ყლორტს ვაცლით ფოთლებს და ნიადგში ვარჭობთ დახრილად ჩვენ კი მშვიდად ველოდებით ტოტი ფესვს როდის გაიკეთებს შემდეგ კი სხვა ადგილზე გადავრგავთ მაღალ მცენარეს ზედმეტ ტოტებს ვაჭრი და სპეციალურ ფორმას ვაძლევ posted in ბაღი დიზაინი ნერგები ნიადაგი ყვავილები tagged დაკალმება ელონიმუსი ვეიგელა ლონიცერა მცენარის გაკრეჭა მცენარის კალმით გამრავლება როზმარისი ჭანჭყატი დატოვე კომენტარი ლანდშაფტის დიზაინის კურსები posted on ოქტომბერი 27 2010 by nimpea რამდენიმე კვირის წინ სულ შემთხვევით მოვხვდი მებაღე დიზაინერის სპეციალობის შემსწავლელ კურსებზე ეს არის ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტი სადაც გვასწალიან ლანდშაფტის დიზაინს ეს კი თავისთავად გულისხმობს ნიადაგმცოდნეობის მცენარეთამცოდნეობს და მცენარეთა დაცვის შესწავლას პარალელურად ვსწავლობთ ინგლისურს და კომპიუტერს იმ დონეზე რომ შევძლოთ უცხოური რესურსების გამოყენება და მაკეტების კომპიუტერში შექმნა თავიდან ვიფიქრე მე და მებაღე გამორიცხულია მეთქი მაგრამ თანდათან ისე დავინტერესდი ყველაფრით რომ გადავწყვიტე ბოლომდე მივყვე ამ საქმეს და უფრო საფუძვლიანად შევისწავლო ეს პროფესია კვირაში ხუთი დღე ვსწავლობთ ორი დღის მანძილზე ლექციებს გვიკითხავენ დანარჩენი სამი დღე კი პრაქტიკას ეთმობა პრაქტიკებს europlant georgia ს ტერიტორიაზე გავდივართ სადაც ასობით ჯიშის და სახეობის მცენარე აქვთ მოკლედ ყველაფერი ძალიან მომწონს ყოველდღიურად ძალიან ბევრ მცენარეს ვეცნობი ვსწავლობ როგორ და რა პირობებში უნდა დავრგოთ ისინი როგორ დავგეგმოთ ეზოს ან დასავენებელი პარკის დიზაინი თქვენ წარმოიდგინეთ სახურავების გამწვანებასაც კი გვასწავლიან მაგრამ ეს საქართველოში ჯერ ახალი ხილია დარწმუნებული ვარ ეს იდეა ბევრს მოეწონება მოკლედ იმდენი რამ ხდება ჩემს გარშემო რომ რთულია ერთბაშად ყველაფრის მოყოლა ვფიქრობ დღეისთვის საკმარისია თქვენი თითოეული გამოხმაურება ძალიან გამიხარდება მე ხომ ჯერჯერობით დამწყები ბლოგერი ვარ დანარჩენს გზადაგზა მოგიყვებით posted in ბაღი 1 კომენტარი აი მეც მოვედი posted on ოქტომბერი 20 2010 by nimpea მე ვარ მანჩო ლანდშაფტის დიზაინერი გადავწყვიტე მქონდეს საკუთარი ბლოგი დღეიდან აქ რეგულარულად დავწერ ჩემი საქმიანობის შესახებ როგორ უნდა მოვუაროთ სხვადასხვა მცენარეებს როგორ მოვაწყოთ ეზო და ა შ მოკლედ აქ ნახავთ ყველაფერს რაც ლანდშაფტის დიზაინს ეხება ამ საქმის შესწავლა რამდენიმე თვეა რაც დავიწყე და შევეცდები ჩემი ცოდნა ბლოგის მკითხველს შეძლებისდაგვარად გავუზიარო posted in ბლოგი დიზაინი tagged ბლოგი დიზაინი ეზოს დიზაინი ლანდშაფტის დიზაინი მცენარეთა მოვლა 1 კომენტარი ძიება ბოლო ჩანაწერები მისი აღმატებულება ჭანჭყატი მცენარის კალმით გამრავლება დაკალმება ლანდშაფტის დიზაინის კურსები აი მეც მოვედი ბოლო კომენტარები tamro კომენტარი ლანდშაფტის დიზაინის კურსები ჩანაწერზე salo o კომენტარი აი მეც მოვედი ჩანაწერზე არქივი ნოემბერი 2010 ოქტომბერი 2010 კატეგორიები ბაღი ბლოგი ბუჩქები დიზაინი ნერგები ნიადაგი ყვავილები ხეები მეტა create account შესვლა ჩანაწერების არხი კომენტარების არხი wordpress com ლანდშაფტის დიზაინერის ბლოგი create a free website or blog at wordpress com გამოწერა subscribed ლანდშაფტის დიზაინერის ბლოგი sign me up already have a wordpress com account log in now კონფიდენციალურობა ლანდშაფტის დიზაინერის ბლოგი გამოწერა subscribed რეგისტრაცია შესვლა report this content view site in reader manage subscriptions collapse this bar loading comments write a comment ელფოსტა required სახელი required ვებ საიტი design a site like this with wordpress com დაიწყე
|