Meta tags:
Headings (most frequently used words):
-
Text of the page (most frequently used words):
კომენტარი (6), კომენტარის (6), სამოქალაქო (6), კოდექსის (6), ამერიკის (5), giz (5), საერთაშორისო (4), იურიდიული (4), წიგნი (4), შეერთებული (3), შტატების (3), განვითარების (3), სააგენტოს (3), იგი (3), წინამდებარე (3), წლიდან (3), ხელმძღვანელობს (3), ფაკულტეტი (3), პროფესიული (3), მუხლის (3), usaid (2), ავტორები (2), მთავრობის (2), deutsche (2), gesellschaft (2), für (2), internationale (2), zusammenarbeit (2), ხელს (2), შექმნასა (2), ვებგვერდზე (2), 2018 (2), ივანე (2), ჯავახიშვილის (2), სახელობის (2), თბილისის (2), სახელმწიფო (2), უნივერსიტეტის (2), სარედაქციო (2), ჯგუფი (2), ჩვენი (2), მისაღები (2), მოსაზრება (2), შესაბამისი (2), მხრივ (2), მათ (2), კომენტარზე (2), პროექტის (2), შესახებ (2), ონლაინ, პლატფორმა, შეიქმნა, ხალხის, კეთილი, ნებით, მეშვეობით, შინაარსისათვის, პასუხისმგებელი, არიან, წარმოადგენს, ოფიციალურ, მოსაზრებას, ასახავს, აღმოსავლეთ, დასავლეთის, მართვის, ინსტიტუტის, ewmi, შეხედულებებს, პორტალი, შექმნილია, ფინანსური, მხარდაჭერით, 1993, საქართველოში, უწყობს, სამართლისა, იუსტიციის, რეფორმების, გატარებას, სხვა, ღონისძიებებთან, ერთად, ზრუნავს, ლიტერატურის, სამართლის, პოპულარიზაციაზე, იღებს, პასუხისმგებლობას, განთავსებული, ნაშრომის, შინაარსობრივი, მხარის, სისწორეზე, განვითარებას, პატივისცემით, იმედი, გვაქვს, ორმხრივი, თანამშრომლობა, შეუწყობს, ქართული, უკეთესი, შექმნას, კომენტარისათვის, მნიშვნელოვანია, რომ, იყოს, მაქსიმალურად, გამოსადეგი, სრულყოფილი, იურისტებისათვის, მკითხვეებს, მოვუწოდებთ, გაგვიზიარონ, თავიანთი, კომენტართან, დაკავშირებით, მიგვითითონ, საკითხებზე, განსხვავებულ, პრაქტიკაზე, რომლის, უფრო, დეტალურად, ასახვასაც, ისურვებდა, კომენტარში, ნებისმიერი, კონსტრუქციული, სახის, შენიშვნა, საინტერესოა, გვერდი, მუდმივი, განახლების, რეჟიმშია, დროდადრო, შეივსება, მუხლების, კომენტარებით, მიზანია, ხელმისაწვდომი, გავხადოთ, საზოგადოებისათვის, რათა, ერთი, ხელი, შევუწყოთ, საქმიანობის, განხორციელებაში, ხოლო, მეორე, მოვისმინოთ, მათი, აზრი, ამა, განთავსებულია, საქართველოს, ელექტრონული, ვერსია, მუშაობა, მიმდინარეობს, 2013, წლის, ივლისიდან, მის, განვითარებასა, დახვეწას, შექმნა, დაფინანსდა, გერმანიის, თანამშრომლობის, საზოგადოებისა, gmbh, მართლმსაჯულების, დამოუკიდებლობისა, სამართლებრივი, გაძლიერების, jilep, ასევე, კანონის, უზენაესობის, მხარდაჭერის, პროექტების, prolog, მიერ, პროექტში, ჩართულია, მეტი, ქართველი, სამართალმცოდნე, შორის, მეცნიერები, მოსამართლეები, ადვოკატები, დოქტორანტები, ავტორთა, გუნდს, მთავარი, რედაქტორი, კოორდინატორი, რომელთა, საბოლოო, დადებითი, შეფასების, შემდგომ, განთავსდება, გვერდზე, მოგესალმებით, vii, iii, კონტაქტი, თსუ,
Text of the page (random words):
სამოქალაქო კოდექსის კომენტარი სამოქალაქო კოდექსის კომენტარი თსუ იურიდიული ფაკულტეტი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი წიგნი i წიგნი ii წიგნი iii წიგნი vii მოგესალმებით წინამდებარე ვებგვერდზე განთავსებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელექტრონული ვერსია კომენტარზე მუშაობა მიმდინარეობს 2013 წლის ივლისიდან 2018 წლიდან კი მის განვითარებასა და დახვეწას ხელმძღვანელობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი კომენტარის შექმნა დაფინანსდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა deutsche gesellschaft für internationale zusammenarbeit giz gmbh და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს usaid მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების jilep ასევე კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტების prolog მიერ პროექტში ჩართულია 30 ზე მეტი ქართველი სამართალმცოდნე მათ შორის მეცნიერები მოსამართლეები ადვოკატები და დოქტორანტები ავტორთა გუნდს ხელმძღვანელობს მთავარი რედაქტორი პროექტის კოორდინატორი და სარედაქციო ჯგუფი რომელთა საბოლოო დადებითი შეფასების შემდგომ შესაბამისი მუხლის კომენტარი განთავსდება წინამდებარე გვერდზე გვერდი მუდმივი განახლების რეჟიმშია და იგი დროდადრო შეივსება სამოქალაქო კოდექსის მუხლების კომენტარებით ჩვენი მიზანია კომენტარი ხელმისაწვდომი გავხადოთ პროფესიული საზოგადოებისათვის რათა ერთი მხრივ ხელი შევუწყოთ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხოლო მეორე მხრივ მოვისმინოთ მათი აზრი ამა თუ იმ მუხლის კომენტარზე კომენტარისათვის მნიშვნელოვანია რომ იგი იყოს მაქსიმალურად მისაღები გამოსადეგი და სრულყოფილი იურისტებისათვის მკითხვეებს მოვუწოდებთ გაგვიზიარონ თავიანთი პროფესიული მოსაზრება შესაბამისი მუხლის კომენტართან დაკავშირებით მიგვითითონ საკითხებზე ან განსხვავებულ პრაქტიკაზე რომლის უფრო დეტალურად ასახვასაც ისურვებდა კომენტარში ნებისმიერი კონსტრუქციული სახის შენიშვნა და მოსაზრება მისაღები და საინტერესოა იმედი გვაქვს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული სამოქალაქო კოდექსის უკეთესი კომენტარის შექმნას პატივისცემით სარედაქციო ჯგუფი 2018 წლიდან სამოქალაქო კოდექსის კომენტარის შექმნასა და განვითარებას ხელმძღვანელობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წინამდებარე კომენტარი და პორტალი შექმნილია giz ის deutsche gesellschaft für internationale zusammenarbeit ფინანსური მხარდაჭერით 1993 წლიდან giz ი საქართველოში ხელს უწყობს სამართლისა და იუსტიციის რეფორმების გატარებას სხვა ღონისძიებებთან ერთად giz ი ზრუნავს იურიდიული ლიტერატურის შექმნასა და სამართლის პოპულარიზაციაზე giz ი არ იღებს პასუხისმგებლობას ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომის შინაარსობრივი მხარის სისწორეზე კომენტარი და ონლაინ პლატფორმა შეიქმნა ამერიკის ხალხის კეთილი ნებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს usaid მეშვეობით კომენტარის შინაარსისათვის პასუხისმგებელი არიან ავტორები იგი არ წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ მოსაზრებას და არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ewmi შეხედულებებს
|